ტექნოლოგიების კატალოგის საინფორმაციო გვერდი

ძირითადი ინფორმაცია ტექტნოლოგიების კატალოგის შესახებ

ტექნოლოგიების კატალოგი წარმოადგენს პოპულარული ტექნოლოგიების ბაზას, რომელთა ტექნიკური პარამეტრები აღემატება ეფექტურობის მინიმალურ კრიტერიუმებს. კრიტერიუმებს. კატალოგი ღიაა, შესაბამისად მწარმოებლებს და მომწოდებლებს შეუძლიათ დაამატონ ახალი პროდუქტები ნებისმიერ დროს.

ტექნოლოგიების კატალოგის ფილტრის მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს რომელ ქვეყანაში რა სახის მინიმალური კრიტერიუმებია დადგენილი პროდუქციისთვის. ეს პროდუქცია ხვდება EBRD GEFF -ის ფინანსირების ფარგლებში, მაგრამ წარმოდგენილი პროდუქციიდან შესაძლებელია, რომ ყველა არ იყოს ხელმისაწვდომი ადგილობრივ დონეზე.

თუ გსურთ იხილოთ ადგილობრივი მომწოდებლების პროდუქცია გთხოვთ გადახვიდეთ თქვენი ქვეყნის ტექნოლოგიების სელექტორის.

ზოგადი ინფორმაცია მწვანე ეკონომიკის ფინანსირების მექანიზმის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი ტექნოლოიების კატალოგზე, გთხოვთ დააჭიროთ შემდეგ შეკითხვებს.

რას ნიშნავს “მისაღებია ამ ქვეყანაში”?

თუ ტექნოლოგიების კატალოგში გამოიყენებთ ქვეყნების მიხედვით ფილტრის სისტემას, გამოჩნდება იმ პროდუქტების სია, რომელიც შეესაბამება ტექნიკურ პარამეტრებს იმ კონკრეტულ ქვეყანაში. შესაბამისი ნიშნავს იმას, რომ აკმაყოფილებს EBRD შესაბამისობის კრიტერიუმებს ამ კონკრეტულ ქვეყანაში. თუ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია ამ ქვეყანაში, თქვენ შეძლებთ მოძებნოთ შესაბამისი მაღაზია პროდუქტის ღილაკზე დაჭერით და იპოვოთ მომწოდებელი ფუნქციით ‘იპოვეთ მომწოდებელი’. თუ პროდუქტი შეესაბამება ქვეყნისათვის დაწესებულ ტექნიკურ პარამეტრებს, მაგრამ არ არის გაყიდვაში, თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ თქვენი პროდუქტების ნუსხა და მოახდინოთ ამ პროდუქტის იმპორტი GEFF-ის ფარგლებში. EBRD-ს ამ მხრივ ასევე შეუძლია თქვენი მხარდაჭერა მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

როგორ შეიძლება გავზარდო იმ პროდუქციის გაყიდვები, რომელიც მისაღებია EBRD-ს ერთი GEFF-ის ფარგლებში?

აირჩიეთ თქვენი ქვეყანა ფილტრების საშუალებითტექნოლოგიების კატლოგის გვერდზე. ჩამოტვირთეთ თქვენი ქვეყნის შესაბამისი პროდუქცია. დაუკავშირდით პროდუქტის მომწოდებელს ან მწარმოებელს. მიიღეთ ფინანსური მხარდაჭერ EBRD-ს მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პროდუქტის იმპორტისათვის, შედით თქვენს ანგარიშზე ტექნოლოგიების სელექტორის გვერდზე. დაარეგისტრირეთ პროდუქტი და მიიღეთ ტექნოლოგიების სელექტორში მოხვედრის უპირატესობა.

რომელი შესაბამისობის კრიტერიუმები გამოიყენება EBRD-ს მიერ?

ეფექტურობის მინიმალური კრიტერიუმები განსაზვრულია თითოეული ქვეყნისათვის თითოეულ პროდუქტზე. კრიტერიუმების თანახმად ამ პროდუქტების ეფექტურობა მინიმუმ 20%-ით უნდა აღემატებოდეს ადგილობრივ ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტების საბაზისო მონაცემებს. აღნიშნულით განისაზღვრება ადგილობრივი ბაზრის განვითარების მაჩვენებელი, ტექნოლოგიების ღირებულების და საბაზრო ხელმისაწვდომობის ჩათვლით, რაც თავის მხრივ გულისხმობს მაღალი ეფექტურობის მქონე ტექნოლოგიების სეგმენტის მხარდაჭერას ადგილობრივ ბაზრებზე.

როგორ ხდება პროდუქტების შესაბამისობის შეფასება?

ახალი პროდუქტების დამატებისას, მწარმოებლებსა და მომწოდებლებს მოეთხოვებათ ამ პროდუქტების ტექნიკური აღწერის მოწოდება. მოწოდებული ინფორმაციის შეფასება ხდება ტექნოლოგიების სელექტორის ადმინისტრატორის მიერ. მახასიათებლები თითოეულ ტექნოლოგიაზეა მორგებული. პროდუქციის შესაბაისობის შეფასება ხდება ავტომატურად სისტემის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომელთა დადარება ხდება ეფექტურობის მინიმალურ კრიტერიუმებთან.

როგორ შემიძლია შევადარო ჩემი პროდუქცია სხვა ანალოგიურ პროდუქტებს?

ტექნოლოგიის კატალოგი უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის რამდენიმე ფილტრისა და სორტირების ფუნქციას ვებ-გვერდზე. მომხმარებელს შეუძლია დაამატოს სიას პროდუქტები და გადახედოს სიას თავიდან. ეს იძლევა პროდუქტების შედარების საშუალებას, რაც მხარდაჭერილია მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით.

თუ გსურთ დახმარება, გთხოვთ დაუკავშირდით ტექნოლოგიების სელექტორის ადმინისტრატორს.